ჩვენ შესახებ

რატომ იწყებს ადამიანი მოწევას?

რატომ იწყებს ადამიანი მოწევას?

რატომ იწყებს ადამიანი მოწევას?  ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია, მოზარდების დიდი ნაწილი მოწევას იწყებს, რათა  დაანახოს ირგვლივ მყოფებს, რომ უკვე დიდია და ამ ჟესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს.  სიგარეტის კვალში გახვეული მწეველი წამიერ სიამოვნებას განიცდის და მცირე ხნით ივიწყებს გარშემო არსებულ პრობლემებს და ვერ აცნობიერებ,ს რომ სერიოზულ პრობლემებს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას, ახლობლებსა და მომავალ თაობას.
       თამბაქოზე დამოკიდებულების ოთხი ფაზა შეიძლება გამოვყოთ:
1.მოწევის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება.
ეს ფაზა იწყება როცა მოზარდებს ტამბაქოს მოწევის მიმართ პოზიტიური დამოკიდებლება უჩნდებათ რეკლამებიდან.
2.შემთხვევითი მოხმარება:
როცა ახალგაზრდები პირველად გასინჯავენ სიგარეტს. ეს ხშირად უსიამოვნო გრძნობაა მაგრამ მოწევას აგრძელებენ თუნდაც იმიტომ რომ  უფრო დიდები და დამოუკიდებლები გამოჩნდნენ სხვის თვალში.
3.რეგულარული მოხმარება:
მოწევა ხდება ადამიანის ცხოვრების თანამდევი და ასოცირდება სიამოვნებასა და გართობასთან
4.დამოკიდებულება;
ამ ფაზაში ახალგაზრდები არ ეწევიან სიამოვნებისა და გართობისათვის, ისინი უკვე შეეჩვივნენ თამბაქოს. ხშირია სურვილი თავი დაანებოდ მოწევას მაგრამ რთულია ამ ჩვევის დამარცხება. ახალგაზრდები უკვე დამოკიდებულები არიან თამბაქოს მოხმარებაზე.
       თამბაქოზე დამოკიდებულება სწრაფად ვითარდება. მოზარდებს ჰგონიათ რომ  თამბაქოს რამდენჯერმე მოხმარებით ისინი არ გახდებიან მასზე დამოკიდებული, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ დამოკიდებულება სწრაფად ვითარდება და აღარ შესწევთ ძალა ტუ ნებისყოფა თავი დაანებონ ამ მავნე ჩვევას.
    მოწევას მოზარდობის ასაკში იწყებენ მიმბაძველობით და თავის დამკვიდრების მცდელობისთვის და შედეგი ისაა,რომ ხდებიან დამოკიდებული მწეველები.




Комментариев нет:

Отправить комментарий