ჩვენ შესახებ

კანონმდებლობა

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი #941 - სსმ  I, 16.01.2009წ.

მუხლი 3. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები
   საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები,მოთხოვნები,წესები და პირობები  უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
ა)თამბაქოს აღიარებასჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად;
ბ)არამწევლობის,როგორც ცხოვრების ნორმის აღიარებას.
გ)არამწეველთა თამბაქოს მავნე ძმოქმედებისგან დაცვის უფლებების აღიარებას.
დ)მოსახლეობის ინფორმირებას თამბაქოს მავნე ძემოქმედების სესახებ.
ე) თამბაქოს მოხმარების შწყცეტის და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას.
ვ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.
ზ)მომხმარებელთა უფლებების და ინტერესების დაცვას.
თ) თამბაქოს  ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გამწვირვალობას.
ი)თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს.
მ)საზოგადოების მონაწილეობას  თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში,განხორციელებასა და შეფასებაში.
ნ) თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებასა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარებას.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი #941
- სსმ  I, 16.01.2009წ.
მუხლი 4. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა
1.   თამბაქოს მოწევა აკრძალულია:
ა)სააღმზრდელო,საგანმანათლებლო,საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დახურულ სპორტულ ნაგებობებში.
ბ)სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში.

გ)ბენზინგასამართი,გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების მთელ ტერიტორიაზე.დ) ყველა შენობა -დაწესებულებაში,სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
ე) საზოგადოებრივ ტრანსპორტში მათ შორის ავტობუსში ტაქსში,საჰაერო ხომალდში,ტრამვაისა და ტროლეიბუსში.
1.   ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებების გარდა,სხვა სამუშაო და მასობრივი თავშყრის ადგილებშიაკრძლულია თამბაქოს მოწევა,გარდა სპეციალური მოსაწევი ადგილისა.
2.   ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან,გამოყონ სპეციალური მოსაწევი ადგილი (ადგილები)
3.   სპეც მოსაწევი ადგილი განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ თამბაქოს მოწევისათვის და გამიჯნული უნდა იყოს ყველა სახის სამუშო,საკვები,ან დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკის,მოწყობილებისა და ნივთიერებისაგან,უნდა იყოს ადვილად გასანიავებელი,რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოქმნილი კვამლის სრული გამიჯვნა დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან.
6.მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან რესტორნებში,კაფე -ბარებსა და  საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებია როგორც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა,აგრეთვეისეთი ზონების გამოყოფა მომხმარებლისთვის სადაც დასაშვებია მოწევა.ასეთი ზონების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებლისთვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50 პროცენტს.
7.დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან:
ა)შიმუშონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისადდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პასუხისმგებლობის სათანადო ზომები.
ბ)თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესების შესახებ მასალები განათავსონ დაწესებულებაში ,თვალსაჩინო ადგილებში.
8.  აკრძალულია თამბაქოს წევის დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით,ნებისმიერი სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებებით,მასობრივი ჩვენებებისა და თეატრალური წარმოდგენების მეშვეობით,თუ ეს არ არის შემთხვევით ჩაწერა ან/და შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий