ჩვენ შესახებ

სიგარეტში შემავალი ნივთიერებები

სიგარეტში შემავალი ნივთიერებები

ნიკოტინი
         თამბაქო, ერთი შეხედვით ლამაზი და უწყინარი მცენარეა თუმცა თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობა, სხვა რეალობას გვიჩვენებს.სიგარეტში გარდა ქაღალდისა და თამბაქოსა კიდევ უამრავი ინგრედიენტია,რომლებიც არა თუ საზიანოა,არამედ მოაკვდინებელია ადამიანისთვის.
          ნიკოტინი   თამბაქოში შემავალი მთავარი ნივთიერებაა. იგი წარმოადგენს მასტიმულირებელ ნივთიერებას, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ააქტიურებს და მსუბუქ ეიფორიას იწვევს. თამბაქოში არსებული შხამები ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედამდე აღწევს. ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. მისი მცირე დოზა აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, იწვევს მაჯის ცემისა და არტერიული წნევის მომატებას.
      ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან ორ მგრ-მდე ნიკოტინს და 8-35 მგრ-მდე ფისს, თამბაქოს კვამლში შედის ორმოცამდე ნივთიერება რომელიც იწვევს სხვადასხვა სახის სიმსვნეს. თამბაქოს წვისას წარმოქმნილი ძირითადი  კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო მეტად საშიშია.
თამბაქოს მოწევა იწვევს უამრავ დაავადებას: ფილტვების, კიბო კუჭისა და თორმეტგოჯანაწლავის წყლულოვანი, დაავადებები ინფარქტი, პირის ღრუს, საყლაპავი მილის, შარდის ბუშტის, თირკმლების, ყელის და მკერდის კიბოს.
ნიკოტინი ავიწროვებს სისხლის უჯრედებს და იზრდება რისკი გულის შეტევისა, მწეველ ადამიანებში ფილტვის კიბო უფრო მეტადაა გავრცელებული ვიდრე არამწეველებში
თამბაქოს მოწევისას ნიკოტინი გაივლის პირის ღრუს, ცხვირს, ყელს და გუბდება ფილტვებში სადაც წარმოიქმნება და რცება კუპრისებრი ნალექსი. ნიკოტინი ფილტვებიდან სისხლში გადადის. გული ნიკოტინით გაჯერებულ სისხლს  ტვინს მიაწვდის. ღვიძლი შეძლებისდაგვარად ფილტრავს სისხლს მაგრამ რეგულარულად მოხმარების ფონზე ღვიძლი ვერ ახერხებს სისხლის გაფილტვრას და წარმოიქმნება დაავადებების კერა ორგანიზმში.
ნიკოტინი-ძლიერი შხამი,რომლის ერთი წვეთი ცხენს კლავს.
ამიაკი- ამატებენ იმისათვის რომ ნიკოტინის ბოლი კარგად გაჯდეს ფილტვებში.
ნიკელი- შხამი,რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს.
ბენზოლი-გამოიყენება საღებავის შესაქმნელად.
დარიშხანი- თაგვის საწამლავის მოსამზადებლად იყენებენ.
ბუტანი-თხევადი აირი,რომელსაც სანთებელა შეიცავს.
ვერცხლის ციანიდი-გამოიყენება ქიმიური იარაღის წარმოებაში.
ნაფტალინი- ზოგიერთი მწარმოებელი იმისათვის, რომ სიგარეტს მოდური მოცისფრო კვამლი „ამშვენებდეს“,მასში ნაფტალინს ამატებს.



Комментариев нет:

Отправить комментарий